აჭარა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მესხეთის ნაწილს შეადგენდა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც აჭარის ქვეყანა, აჭარის ჴევი ან ხეობა. იგი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო აჭარა (რომლის ცენტრი ძველად დიდ-აჭარა იყო, შემდეგ - ხიხანი, მოგვიანებით - ხულო) და ქვემო აჭარა (ცენტრი ქედა). აჭარის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა.
სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს - აჭი. შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება უკავშირდება “ჭანს” და ნიშნავს “საჭანოს”. ლეონტი მროველის ცნობით, ძვ. წ. III საუკუნეში აჭარის ტერიტორია ქართლის სამეფოს ოძრხის საერისთავოში შედიოდა. VIII საუკუნეში იგი ბაგრატიონთა სამფლობელოს, “ქართველთა სამეფოს” ნაწილია, ხოლო XI საუკუნიდან - საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოსი. XIII საუკუნეში აჭარას სამცხე-საათაბაგო ფლობდა. XVI საუკუნის 70-იან წლებში აჭარა ოსმალეთმა დაიპყრო და მისი გათავისუფლება მხოლოდ 1877-1878 წწ-ის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, აჭარა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ მიწებთან ერთად საქართველოს შემადგენლობაში შევიდა თუმცა, 1921 წელს მისი გარკვეული ნაწილი, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე (ზედა მაჭახელი, ზედა მარადიდი), ისევ ოსმალეთის იურისდიქციაში მოექცა. 1921 წლიდან აჭარას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი აქვს.
ბათუმი
ღირშესანიშნაობები
აჭარის მუზეუმი, ბათუმის აკვარიუმი, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, ცირკი და „ბათუმის რივიერა“ — დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმში არის ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობები: მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის, ისლამის, იუდაიზმის. ბათუმში არის ბათუმისა და სხალთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. დიდია ტურისტული ნაკადი ევროპიდან და ამერიკის კონტინენტებიდანაც. 2009 წლის აგვისტოში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლი დამსვენებლებისა - 400 000 ათასი ადამიანი. ბათუმში ინტენსიურად ხდება თანამედრო სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა. 2010 წელს იხსნება დელფინარიუმი. ასევე 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის 1.5 კილომეტრით დაგრძელება, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება. ბათუმში მოქმედებს შერატონისა და სხვა ბრენდების სასტუმროები, დასასვენებელი და გასართობი კომპლექსები, კულტურული თუ რელიგური საკულტო ნაგებობები, ბათუმის პიაცა, განახლებული ოპერა, თეატრი თუ ბოტანიკური ბაღი, ეს არის ის, რაც ყველაზე საინტერესოს ხდის დამსვენებლისთვის ამ ქალაქს.
ბათუმი შერატონ-პალასი, სასტუმრო
სიყვარულის ქანდაკება
ახალი ბულვარი
ბათუმი-პიაცა
No comments:
Post a Comment