ტურიზმი თბილისი თანდათან ვითარდება, მან ჯერ კიდევ არ მიაღწია
განვითარების უმაღლეს დონეს, მაგრამ საკაოდ დიდი რაოდენობის ტურიზმი შემოდის და
ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი შემოსავლის წყაროა.
ტურიზტის თვის მნივნელოვანია ინფრასტურუქტურის მოწყობა. ჩვენ აქ
მოვიყვანთ ინფორმაციას რომელიც დაეხმარება ტურისტს გარკვეული წარმოდგენა შეექმნეს
ჩვენს ქალაქზე და მოკლე დროში მოასწროს მნიშვნელოვანი ღირსშესანიშავი ადგილების
ნახვა.
აეროპორტი დედაქალაქიდან 20 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. მგზავრთა გადაყვანას ემსახურება როგორც ქართული ავიაკომპანიები, ასევე უცხოურიც. აეროპორტიდან ქალაქში მოხვედრაა არანაირ სირთულესთან არაა დაკავშირებული, არსებობს რამოდენიმე გზა:აეროპორტით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ დაფრენის შემდეგ ისარგებლებთ ავტობუსით (37 ნომერი), რომელიც სულ რაღაც 50 თეთრი ღირს და დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობს. ეს ტრანსპორტი რა თქმა უნდა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიგიყვანთ, მაგრამ მისი დახმარებით ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში აღმოჩნდებით, შემდეგ ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
აეროპორთთან ახლოს მდებარეობს რკინიგზის სადგური, საიდანაც ყოველ 40 წუთში გადის კომფორტული მატარებელი, თბილისის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე სულ რაღაც 20 წუთში მოხვდებით. უფრო კომფორტული და სწრაფია ტაქსი. ის თქვენ სასურველ ადგილამდე მიგიყვანთ. ედარებით ძვირია ტაქსის ტარიფი, იმისდამიხედვით თუ სად მიდიხართ, ქალაქის ცენტრში თუ ქალაქის ბოლოში.საერთოდ არ არის აუცილებელი ტურისტმა ქვეყნის ოფიციალური ენა იცოდეს.
თუ ინგლისურად და რუსულად ლაპარაკობთ, აუცილებლად მიახვედრებთ თბილისელს თქვენს სათქმელს. რამოდენიმე ქართულის სიტყვაც თუ გეცოდინებათ, ხომ უფრო უკეთესი. სასურველია შეიძინოთ პატარა ლექსიკონი, ის საკმაოდ დიდ დახმარებას გაგიწევთ კომუნიკაციის დროს.
ვალუტა ქართული ლარია, მაგრამ აეროპორტშიც და საერთოდ ძალიან ბევრგანაა გახსნილი ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და ბანკის ფილიალები. მათ ადვილად იცნობთ გამოფენილი აბრებით, რომელიც ვალუტის კურს გვიჩვენებს.
ჩვენი დედაქალაქი სასტუმროების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. დასვენებისათვის აეროპორტის მსგავსად რამოდენიმე ვარიანტი გაქვთ. 1. ჩამოსვლამდე იზრუნოთ სასტუმროს შერჩევასა და დაჯავშნაზე. ან 2. რომ ჩამოხვალთ შემდეგ შეარჩიოთ სასტუმრო.დაბინავების შემდეგ შეგიძლიათ სასტუმროს რესტორანში ჩაისეირნოთ, ან ნომერში შეუკვეთოთ სადილი ან ვახშამი. მაგრამ თქვენ თუ სასტუმროს გარეთ გსურთ გასეირნება, მაშინ, უამრავი ადგილია მაისთვის . თბილისის რესტორნები ნებისმიერი გემოვნების გურმანს დააკმაყოფილებს. თბილისში მრავლადაა რა თქმა უნდა ქართული და არა მარტო, აგრეთვე რუსული, ავსტრიული, იტალიური (ქართველები იტალიელებს განსაკუთრებით კარგად ვუგებთ) ზოგადად ევროპული და აზიური სამზარეულოს მქონე რესტორნები. ბუნებრივია რახან საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტეთ, უგემრიელესი ქართული კერძების გასინჯვაც მოგინდებათ.
თბილისი უძველესი ქალაქია და აქ მრავლადაა ულამაზესი ისტორიული ძეგლები, შეგიძლიათ გაისეირნოთ ქალაქში და დაათვალიეროთ ღირშესანიშნავი ადგილები. შეგიძლიათ გიდის მომსახურებით ისარგებლოთ, რომელიც უკეთეს მეგზურობას გაგიწევთ და უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით საქართველოში არსებული ღისშესანიშანობების შესახებ.
თბილისში აქტიურია ღამის ცხოვრება, ფართო არჩევანია დასვნების: ლუდის ბარში წახვიდეთ, მიირთვათ როგორც ქართული ასევე უცხოური ლუდი და მოუსმინოთ ცოცხალ მუსიკას. ძირითადად თბილისში 3 ქუჩაა სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ბარებს. ესენია ახვლედიანის ქ. (პეროვსკაია), ქიაჩელის ქ. და შარდენი (თბილისის ძველ ისტორიულ უბანში). ისე მთელ თბილისშია მიმოფანტული ლუდის ბარები. ცოცხალი მუსიკა ყველგან საღამოს 9-დან ღამის 12 საათამდეა. კლუბები, თქვენ აუცილებლად შეარჩევთ თქვენთვის სასურველ კლუბს.
უსაფრთხოების მხრივ ნამდვილად ნუ შეშინდებათ თბილისის საპატრულო პოლიცია 24 საათის განმავლობაში მოძრაობს ქალაქში. თქვენ ნამდვილად უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს. თუმცა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში საფულისა და მობილურის უყურადღებოთ დატოვებას მაინც არ გირჩევთ.
თბილისი საკმაოდ დიდი ქალაქია, რომელიც ქვაბულში დიდ და მცირე კავკასიონის მთებს შორის მდებარეობს.
წითელი კრამიტით გადახურული სახურავები, ვიწრო ქუჩები, და თბილისის უძველესი შენობები კონტრასტულად ერწყმის ინდუსტრიალიზაციის იმ ელემენტებს რაც საბჭოთა კავშირმა მოიტანა.
თბილისის ძირითადი ღირსშესანიშნავი ადგილებია:
- საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი
- საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი
- ძველი თბილისი-ვიწრო ქუჩებით, რაც ასე იზიდავს ტურისტებს
- მთაწმინდა მამა დავითის ეკლესია
- ნარიყალას ციხე-სიმაგრე
- სიონისა და მეტეხის ეკლესიები.